მე-11 კლასელთა საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს 2015-2016 სასწავლო წლის მაისში ჩააბარებენ.
თბილისის სკოლების მე-11 კლასელთა საყურადღებოდ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში. შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად მოსწავლეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასში”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, სკოლებში უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა