მე ქართულ პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და ვიქნები სანამ მექნება უნარი, რომ ვიაზროვნო

მე ფიცი დავდე არა

margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და 20 წლიან პოლიტიკურ კარიერას გააგრძელებს. გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს აღნიშნა, რომ ის დღეს არ იტყვის იყრის თუ არა კენჭს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში.

“მე პოლიტიკაში ვიყავი ბოლო 20 წელია. როდესაც თავიდან ზურასთან ერთად ვიყავი, 2003 წლის არჩევნებზე მასთან ერთად ათეულში, შემდეგ ზურამ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და სააკაშვილთან ერთად გააგრძელა პოლიტიკური კარიერა და მე გამოვეყავი პოლიტიკურ გუნდს და მარტო დავრჩი, რადგან ყველა აღტკინებული იყო იმ პოლიტიკკური გუნდით.

მაშინაც ვიყავი აქტიური და არ გავჩერებულვა დაწყებული 2003 წლიდან ბოლო მომენტამდე.

მე ქართულ პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და ვიქნები სანამ მექნება უნარი, რომ ვიაზროვნო. ჩემთვის ძალიან დიდი დარდის და ზრუნვის საგანი იქნება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობა.მე ვაგრძელებ ჩემი ქვეყნისთვის ზრუნვას რამდენადაც მე მესმის ეს. ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია იყო საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.ხშირად არის საუბარი, რომ ეს არის უფლებებში შეზღუდული პოსტი, მაგრამ ეს არ ასუსტებს პრეზიდენტის ვალდებულებას ემსახუროს ქვეყანას და იყოს ბალანსის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში, იყოს კონსტიტუციურობის დაცვის გარანტი.ეს არის ძალიან დიდი პატივი და ის ფაქტი, რომ მე ვერ ვნიშნავ ან ვათავისუფლებ მინისტრს არ ამცირებს ჩემს ვალდებულებას.

არ მგონია, რომ ჩემი საპრეზიდენტო მანდატი, რომელიც მოსახლეობამ დამაკისრა და ეს ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტობას ნიშნავს და არა რომელიმე ძალი არ მგონია, რომ ეს უნდა შევცვალო.

საპარლამენტო არჩევნებში მე პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, რადგან მე ხალხმა ეს დამავალა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს დღეს განცხადებას მივიღებ თუ არა მონაწილეობას არ გავაკეთებ,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი:ეს არჩევნები პროცედურულად არ იყო სამაგალითო და ვერ ვიტყვით რომ ეს იყო ის არჩევნები
შემდეგი სტატიარუსეთი სირიაში მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას იწყებს…