მე რომ ერაყში ან სირიაში ვიყო, მეც მათთან ერთად მოვკლავდი უღმერთოებს და ჯვრის მატარებლებს

მე რომ ერაყში ან სირიაში ვიყო, მეც მათთან ერთად მოვკლავდი უღმერთოებს და ჯვრის მატარებლებს

მე რომ ერაყში ან სირიაში ვიყო, მეც მათთან ერთად მოვკლავდი უღმერთოებს და ჯვრის მატარებლებსექსტრემისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას განცხადებით, ისინი ისლამურ სახელმწიფოს არ აღიარებენ, თუმცა დასავლეთთან საბრძოლველად მზად არიან ძალები გააერთიანონ.
ჩვენ ხალიფატს არ ვაღიარებთ – განაცხადა ალ-ქაიდას ლიდერმა აიმან ზავახინმა ისლამურ სახელმწიფოზე საუბრისას.

ზავახირის მიმართვის აუდიოჩანაწერი ოთხშაბათს გამოქვეყნდა, მაგრამ არ არის ცნობილი როდის ჩაიწერა.
“უთანხმოების მიუხედავად, ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა შესაძლებელია” – ამბობს ზავახირი.

“ისლამური სახელმწიფოს დიდი შეცდომების მიუხედავად, მე რომ ერაყში ან სირიაში ვიყო, მეც მათთან ერთად მოვკლავდი უღმერთოებს და ჯვრის მატარებლებს, ასევე შიიტებს. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმურად არ ვაღიარებ” – განაცხადა ზავახირმა.

შეგახსენებთ, რომ ზავახირმა თალიბანის ავღანელ ლიდერს ერთგულება შეჰფიცა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: “არჩევნები ყველა იმ რეგიონში ჩატარდება, რომელსაც კიევი აკონტროლებს”
შემდეგი სტატიაქობულეთის რაიონში უბედური შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა