“მე მსგავს განცხადებას არასდროს გავაკეთებ” – თამარ კორძაია პრემიერის განცხადებაზე

პრემიერმინისტრის მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება მისაღებია უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატისთვის.

„პრემიერის განცხადება იყო ემოციური, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მან უფრო პარტიული კუთხით ისაუბრა დღეს, როგორც ქართული ოცნების ლიდერმა. ამაში ჩემთვის მიუღებელია არაფერია, რადგან დარწმუნებული ვარ, პრემიერი დღეს ახმოვანებდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობას,“ – განმარტავს ზვიად კვაჭანტირაძე.

რესპუბლიკელი თამარ კორძაიას შეფასებით, პრემიერმა თავისი პირადი მოსაზრება გამოხატა, თუმცა მის ადგილას სხვაგვარად მოიქცეოდა.

“არა მგონია ეს წახალისებას ნიშნავდეს, ეს მისი მოსაზრებაა, თუმცა მე მსგავს განცხადებას არასდროს გავაკეთებ,” – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტი საკმაოდ აღელვებული მომეჩვენა”
შემდეგი სტატია“თელასი” განმარტებებს აკეთებს