მე მინდა გთხოვთ დათვალოთ პენსიონერის პენსია დოლარში–აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

1354367062_boboxidze“ბატონო ირაკლი, გუშინ თქვენ ლაპარაკობდით პრინციპში მართლაც დადებით მიდგომებზე – დახმარებებზე, ხელფასებზე, რომლითაც თქვენ გაზარდეთ შემოსავლები, მაგრამ მე მინდა გთხოვთ დათვალოთ პენსიონერის პენსია რამდენი იყო დოლარში გადაყვანილი, რადგან მე მახსოვს პერიოდი – თქვენ მაშინ პატარა ბიჭი იქნებოდით, როდესაც ჩვენ ხელფასებს მილიონებში ვარიგებდით, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები მილიონერები არ იყვნენ. ასე რომ, მე გთხოვთ, იქნებ რომელიმე მყარ ვალუტაში გადაიყვანოთ პენსიონერის პენსია, დოლარი იქნება ეს თუ ევრო. დაინახავთ, რომ პენსიონერების პენსია კი არ გაიზარდა შემცირდა ბატონო ირაკლი და დღეს პენსიონერს აქვს მყარ ვალუტაში იმაზე უფრო ნაკლები პენსია, ვიდრე ჰქონდა 2012 წელს”, – ასე მიმართა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერის მოხსენებაც შეაფასა და დაინტერესება გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ უწერს ირაკლი ღარიბაშვილს ტექსტებს.
“უამრავ პროექტზე თქვით, რომ თქვენ დაიწყეთ. ნეტავ ვიცოდე, ვინ გიწერეთ ამ სიტყვებს, იმიტომ, რომ ცუდ მდგომარეობაში გაყენებენ. არასწორ ტექსტებს გიწერენ”, – აღნიშნა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს, ხალხი უკეთეს საქართველოში ცხოვრობს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო – 15 მოთხოვნიდან ევროკომისიამ საქართველოს 7 მოთხოვნა შესრულებულად ჩაუთვალა