“მე მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცეებს არ მივცე საშუალება ევროპაში საქართველოს შეუქმნან ცუდი რეპუტაცია”

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკვე სტრასბურგშია. თეა წულუკიანი დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეს ხვდება. მინისტრის ვიზიტი საქართველოს თემაზე მომზადებული რეზოლუციის მიღებას ემთხვევა.

თეა წულუკიანმა ოპოზიციის განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც რეზოლუციის ტექსტის შესაცვლელად ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხდა.

“ჩემი მთავარი მიზანია, არავის მივცე საშუალება გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე, მართლმსაჯულება ევროპის დონეზე. ასევე უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომელიც ჩვენს მთავრობას მიყავს სამართლებრივ სფეროში.

“მთავარი მიზანია, ევროსაბჭოს ქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და ამ კენჭისყრაზე ზემოქმედება არ ძალუძს არცერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მე მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცეებს არ მივცე საშუალება ევროპაში საქართველოს შეუქმნან ცუდი რეპუტაცია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რეზოლუციის პროექტის განხილვა, სადაც საუბარია წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზე, ხვალ იქნება კენჭისყრაზე გატანილი.

banner
წინა სტატიაში2016 წლის ბიუჯეტი მთავრობამ 3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა
შემდეგი სტატიასაკერებულოს ოპოზიციამ კეთილმოწყობის სამსახური თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშულა