“მე ვმუშაობდი შსს-ში და ვმუშაობ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან” – ლევან ჯაში “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს

ორგანიზაცია “დემოკრატიის ჟანგბადის” ხელმძღვანელი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს პასუხობს.

ლევან ჯაში ადასტურებს, რომ ის ნამდვილად მუშაობდა 2013 -2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამჟამად მუშაობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ლევან ჯაშმა კატეგორიულად გამორიცხა ორგანიზაციის კავშირი პოლიტიკურ წრეებთან.

“დემოკრატიის ჟანგბადი” – ეს ორგანიზაცია ყოველგვარი მიკერძოებულობისგან შორს დგას, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მათემატიკური მონაცემებით. მე არ მესმის, რა შუაშია ჩემი მოქმედი და ყოფილი სამსახურები მის საქმიანობსთან,” – აცხადებს ჯაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლევან ჯაშის არასამთარობო ორგანიზაციაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის მეუღლე მაგდა კოტრიკაძეა დასაქმებული.

“მაგდა კოტრიკაძე ჩემი ბავშვის მეგობარია და ის პიარის კუთხით მუშაობს,” – აცხადებს ლევან ჯაში.

“დემოკრატიის ჟანგბადის” ხელმძღვანელი უარყოფს კავშირს ბიძინა ივანიშვილთან.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელძღვანელი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ ლევან ჯაში სამინისტროს თანამშრომელი არ არის.

banner
წინა სტატიაში“ეს არის პოლიტიკური დევნა“ – კირკიტაძის პირველი კომენტარი მისთვის ბრალის წაყენების შესახებ
შემდეგი სტატიაავთანდილ ბერიძის გადაყენება “ქართული ოცნების” დღის წესრიგში არ დგას