მე ვარ ქართველი ნიშნავს, რომ მე არა ვარ მონა – ირმა ინაშვილი

TIMER-AAსაქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, ,,ფეისბუქში,, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და მისი პოლიტიკური ორიენტაციის საკუთარ ხედვაზე წერს…
” მე ვარ ქართველი ნიშნავს, რომ მე არა ვარ მონა და არავის ვჩუქნი ჩემი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწა- წყალს!!!
თუ ყოველივე ქართული ნიშნავს პრორუსულს, მაშინ მაია ორჯონიკიძე ნიშნავს სერგო ორჯონიკიძეს!!!”
მოსკოვიდან რეიკიავიაკივამდე ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 საათია და ამდენივე საათია საჭირო, რომ რეიკიავიკიდან ვაშინგტონამდე ჩაფრინდე. ისლანდია ნატოს დამფუძნებელი ქვეყანაა… მაგრამ წელს, 24 აპრილს, ისლანდიის პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა,- ნატოდან გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამასთან, ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეკონომიკური ფაქტორების გამო. ისლანდია ნატოს ერთადერთი წევრია, რომელსაც საკუთარი შეიარაღებული ძალები არ ჰყავს. საფრანგეთი 1966 წლიდან 1993 წლამდე ნატოდან გამოსული იყო. მხოლოდ 1993- ში დაბრუნდა. საბრძნეთი 1974 წელს გამოვიდა ნატოდან და დაბრუნდა 1980 წელს. ესპანეთი 1998 წლამდე ნატოს წევრი იყო… მხოლოდ იმ პირობით, რომ ესპანეთი სამხედრო ოპერაციებში არ მიიღებდა მონაწილეობას. ისლანდია მის ქმედებებს ეროვნული ინტერესების დაცვით ხსნის, ანუ ევროკავშირში არ შედის, მისი ეროვნული ინტერესების გამო! ნატოდან გამოსვლის აუცილებლობას ხსნის, მისი ეროვნული ინტერესების დაცვის გამო! დანარჩენი ქვეყნების მოქმედებებიც სწორედ ეროვნული ინტერესებით აიხსნებოდა- ნატოში შესვლა- გამოსვლა! კითხვა ჩნდება: ზემოხსენებული ქვეყნები პრორუსული ქვეყნებია?! ამ დროს ჩვენ, ქართული ძალა, არც ნატოზე ვამბობთ უარს და არც ევროკავშირზე. გვინდა ნატოც და ევროკავშირიც!!! მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ გაუთავებელი ტყუილის ტყვეობაში ვართ. ეს ერთი. მეორე- ჩვენ არავის მონობა არ გვსურს. იმაზე არ უნდა დავთანხმდეთ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. იმაზე უნდა დავთანხმდეთ, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა. ჩვენ პარტიორები უნდა ვიყოთ და არა მონები. ცხადია, ეს სულისკვეთება ნაცისტებს არ მოსწონთ… ამიტომ ახალ თეორიას ქმნიან. თურმე, ყოველივე ქართული ნიშნავს პრორუსულს, რაც სისულელეა. ეს “აზრი” რამდენიმე თვის წინ ჯერ ლევან ბერძენიშვილმა გაახმოვანა ( მოგვიანებით, უარყო,- ასე არ მითქვამსო. არადა, ზუსტად ასე ბრძანა ), შემდეგ მაია ორჯონიკიძემ იგივე “აზრი” “რეაქციაში” განავრცო. რამდენიმე თვის წინ, ბატონ ბერძენიშვილს ვუპასუხე: თუ ქართული ნიშნავს პრორუსულს, მაშინ ლევან ბერძენიშვილი ნიშნავს მიხეილ სააკაშვილს. ახლა ვპასუხობ ქალბატონ ორჯონიკიძეს: თუ ქართული ნიშნავს პრორუსულს, მაშინ მაია ორჯონიკიძე ნიშნავს სერგო ორჯონიკიძეს, რომელმაც, სხვათა შორის, რუსეთს აჩუქა სოჭი, აზერბაიჯანს- ბელაქანი, კახი, საინგილო. სერგოს არც სააკაშვილი ჩამორჩა. რუსეთს ცხინვალი, სოხუმი, კოდორი და ახალგორი ჩააბარა! აჩუქა! მე ვარ ქართველი ნიშნავს, რომ მე არა ვარ რუსი, არც ამერიკელი ვარ და არც გერმანელი… არც იაპონელი ვარ და არც ავსტრალიელი. ეს ესმის იაპონელსაც, გერმანელსაც და ამერიკელსაც, მაგრამ ეს, რატომღაც, არ ესმით ადგილობრივ ნაცისტებს. არ ესმით იმიტომ, რომ მათთვის არც საქართველო არსებობს და არც ქართველობა. მე ვარ ქართველი ნიშნავს, რომ მე არა ვარ მონა და არავის ვჩუქნი ჩემი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწა- წყალს!!!,, წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშირატომ უხდის ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მადლობას
შემდეგი სტატიაქართველი ინსტრუქტორები უკრაინელ სნაიპერებს ამზადებენ (VIDEO)