მე ვარ საქართველოს მთავრობაში დღეს იმ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლოა ერთადერთია, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს პრეზიდენტთან-თინა ხიდაშელი

თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება თინა ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა .
“მე ვარ საქართველოს მთავრობაში დღეს იმ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლოა ერთადერთია, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს პრეზიდენტთან, როგორც ქვეყნის მთავარსარდალთან. ამიტომ ჩემი მხრიდან კომენტარები იმაზე, დამაჯერებელია თუ არა რასაც პრეზიდენტი პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გადავადებაზე ამბობს, აბსოლუტურად არაკორექტული მგონია. მე იმ წუთიდან მოყოლებული, რაც პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრად დამნიშნა, მზად ვარ შევხვდე ქვეყნის პრეზიდენტს, თუკი მას ამის სურვილი, დრო და ნება ექნება – მზად ვარ შეხვედრისთვის ახლავე, დაუყოვნებლივ. მზად ვარ შევხვდე და ვილაპრაკოთ ჩემი დანიშვნის საწყისზეც, გეგმებზეც და პრაქტიკულ საქმიანობაზეც – რას ვაკეთებთ ხვალ და ზეგ, როგორ ვთანამშრომლობთ, როგორც თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის მთავარსარდალი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები აუცილებელია–ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაარ არის ტიტები, არ არის ვარდები, არ არის ცოცხები, ბატონო და არ არის სხვა ყვავილები- არის ჩუმი პროცესი