მე ვარ საზოგადოების ინტერესების დამცველი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეების გამტარებელი

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

margvelaპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის არის საზოგადოების ინტერესების დამცველი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეების გამტარებელი-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “არტარეას” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტარტში” საუბრისას განაცხადა.

„ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის კონკრეტული პარტიის დღის წესრიგი. მართლია მე კოალიციის კანდიდატი ვიყავი, მაგრამ თავიდანვე ითქვა, რომ პრეზიდენტი არ არის პარტიული ფიგურა და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი არის კონსტიტუციისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის დღის წერიგის დაფუძნება, მაგრამ არასდროს არ გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, ყოველთვის, რაც არის რთული, ვამბობ გულწრფელად, ვამბობ რთულად და ყოველთვის ესმით, და ახლა ბევრად უფრო მეტად ესმით” “, – აცხადებს მარგველაშვილი.
„კონსტიტუციის მიმართ ჩემი ვალდებულებებიდან და ჩემი არსებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, მე ამას ვაკეთებ არა რომელიმე შეთქმულების, ან პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების მიხედვით, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

banner
წინა სტატიაშივინ მმართავს ქვეყანას?–პრეზიდენტის პასუხი “პოლიტარტს”
შემდეგი სტატიაორხევში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა