“მე ეს არ ჩამიდენია,”- ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა უკვე დასრულდებულია.

ბრალდებულმა სოსანაშვილმა წარდგენილ ბრალზე მცირე კომენტარი გააკეთა. სოსანაშვილმა საასმართლო დარბაზში განაცხადა, რომ მას იური ვაზაგაშვილი არ მოუკლავს.

“სრული სიცრუეა აღნიშნული ბრალდება, მე ეს არ ჩამიდენია,”- განაცხადა გიორგი სოსანაშვილმა.

სასამართლო სხდომის შემდეგ ჟუნრალისტებთან კომენტარი გააკეთეს პროკურორებმაც. გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სწავლობენ სოსანაშვილის მიერ მკვლელობის დღეს განხორციელებულ ზარებს. როგორც “კურიერთან” საუბრისას პროკურორმა ლევან ადეიშვილმა განაცხადა მიმდინარეობს იმ სატელეფონო ზარის შესწავლა, რომელიც ბრალდებულმა სოსანაშვილმა ასევე უკვე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავასთან განახორციელა.

დამატებით დეტალებზე გამომძიებლებს დღეს არ უსაუბრიათ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველთა დაცვის ლიგაში ფირცხალავა-სოსანაშვილის ახლო ურთიერთობას უარყოფენ
შემდეგი სტატიათბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება