,,მე არ მიყვარს პუტინი და რუსების 84 %,, აცხადებს ბელორუსი ნობელის პრემიის ლაურეატი

,,მე ვაფასებ ჰუმანურ რუსულ სამყაროს, მაგრამ არა ,,რუსულ სამყაროს პოლიტიკოსებისა,, აცხადებს 2015 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ლიტერატურის დარგში,  ბელორუსი პროზაიკოსი სვეტლანა ალეკსიევიჩი…

,,მე მიყვარს რუსული ბალეტი და ლიტერატურა, მაგრამ არ მიყვარს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი იოსებ სტალინი, მისი თანამებრძოლი უშიშროების დარგში ლავრენტი ბერია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ…. ეს არ არის ჩემი სამყარო!,, აცხადებს ნობელის პრემიის ლაურეატი ბელორუსი მწერალი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ მას არ უყვარს ,,რუსების  ის 84 პროცენტი, რომელიც მოუწოდებენ დახოცონ უკრაინელები,,

ალეკსიევიჩის განცხადებით ,,უკრაინის ნაწილი ოკუპირებული და მიტაცებული აქვს რუსეთს,,

,,მისი პროზის მრავალხმიანი ჟღერადობის, სიმამაცისა და ტანჯვის უკვდავყოფის გამო,, ფორმულირებით სვეტლანა ალეკსიევიჩი, 8 ოქტომბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიNASA-ს კიდევ ერთი აღმოჩენა-პლუტონის გარშემო ცისფერი შრე გამოჩნდა
შემდეგი სტატიაკასპიის ფლოტიდან გაშვებულმა რაკეტებმა 100–მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა