მე არ ვიცი რა წესი აქვთ იუსტიციის სამინისტროში – თინა ხიდაშელის პასუხი წულუკიანს

თავდაცვის მინისტრი არ ეთანხმება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულები სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა აღდგინათ.

თინა ხიდაშელის თქმით, მისი გადაწყვეტილება იყო კანონიერი.

„მე არ ვიცი რა წესი აქვთ იუსტიციის სამინისტროში არაფორმალურად დადგენილი, მაგრამ არსებობს ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელიც ფორმალურად არეგულირებს ურთიერთობას თანამშრომლებსა და უწყების ხელმძრვანელებს შორის. მინდია ჯანელიძემ 2014 წლის ნოემბერში მიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდათ უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში. მინდია ჯანელიძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული პუნქტი, რომ ეს ადამიანები იყვნენ პატიმრობაში, გაქრა და შესაბამისად ამ აქტმა ძალა დაკარგა“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატის მონაცემებით, ივლისში საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე ფასები შემცირდა
შემდეგი სტატიასამსახურში აღდგენილი თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროში გამოცხადდნენ