მეცნიერებმა პოტენციური თვითმკვლელების მანერები გამოიკვლიეს

ევროპული კოლეჯის ნეიროფარმაკოლოგებმა დაადგინეს რა მოქმედებები ახასიათებთ პოტენციურ თვითმკვლელებს.
მეცნიერებმა შეისწავლეს დეპრესიაში მყოფი ადამიანის, მაგრამ რომელიც თავის მოკვლას არ აპირებს და იმ ადამიანის ქცევები, რომელიც თავის მოკვლას აპირებს.
მკვლევარების თქმით, ავტოსაგზაო მოძრაობის დამრღვევები, ადამიანბი, რომლებიც უწესრიგო სქესობრივი კავშირები აქვთ, ისინი, ვინც დაუფიქრებლად მოქმედებს, რისკი, რომ ისინი თავს მოიკლავენ, 50%-ით მეტია, ვიდრე სხვების, რომლებიც დეპრესიისგან იტანჯებიან.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ კატეგორიის ადამიანების ქცევების კვლევა მათი სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას გამოიწვევს, რომ ფატალური შედეგები აცილებულ იქნეს თავიდან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს 800 ათასი ადამიანი იკლავს თავს, 20-ჯერ მეტს კი თავის მოკვლის მცდელობა აქვს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა
შემდეგი სტატია“ტერასა 360”-ში ლიფტის მოწყვეტის შედეგად 4 პირი მძიმედ დაშავდა