მეცნიერები გრიპის ერთიანი ვაქცინის შექმნას გვპირდებიან

მეცნიერები გრიპის ერთიანი ვაქცინის შექმნას გვპირდებიან

მეცნიერები გრიპის ერთიანი ვაქცინის შექმნას გვპირდებიანმეცნიერები გრიპის ერთიანი ვაქცინის შექმნას გვპირდებიან. ექსპერტები ჯერჯერობით ყოველწლიურ აცრებზე უარის თქმას არ გვირჩევენ.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ უკვე ახლოს არიან ისეთი ვაქცინის შექმნასთან, რომელიც ყველა სახეობის გრიპისგან დაიცავს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ცხოველებზე განხორციელებულმა ცდამ დამაიმედებელი შედეგი აჩვენა.
ამერიკელი მეცნიერების ორი ჯგუფი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთნაირ შედეგამდე მივიდა.
ახალი ვაქცინის გამოყენებისას ყოველწლიური აცრები არ იქნება საჭირო, რომელიც გრიპის ვირუსის მუდმივი მუტაციის გამო აუცილებელი იყო.
ახლა ექიმები ზუსტად ვირუსის მუტაციურ ნაწილზე აკეთებენ აქცენტს.
კვლევები ჟრნალებში Nature და Nature Medicine გამოქვეყნდა.

მეცნიერებს გამოსაკვლევი დარჩათ, როგორ იმოქმედებს ვაქცინა ადამიანზე.
ექსპერტები ჯერჯერობით ყველას ურჩევენ, უარი არ თქვან ყოველწლიურ აცრებზე.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის “შავი ორშაბათი” გრძელდება
შემდეგი სტატიაკურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით–არჩილ მესტვირიშვილი