მექსიკელი ნარკობარონი N1 მეორედ გაიქცა ციხიდან

მექსიკელი ნარკობარონი N1 მეორედ გაიქცა ციხიდან

მექსიკელი ნარკობარონი N1 მეორედ გაიქცა ციხიდანმექსიკელი ნარკობარონი N1 ჰოაკინ გუსმანი, რომლის ზედმეტსახელია ცეროდენა, მეორედ გაიქცა მკაცრი რეჟიმის ციხიდან.
მექსიკის ეროვნული უშიშროების კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გუსმანი ბოლოს “ალტიპლანოს” ციხის ფსიქიატრიულ განყოფილებაში ნახეს გუშინ.

ჰოაკინ გუსმანი აშშ-ს კოკაინით, მარიჰუანათი და მეტამფეტამინით მომარაგების დიდ წილს აკონტროლებს.
ის 2014 წლის თებერვალში დაიჭირეს სინალოას შტატში, კურორტული ქალაქ მასალტანის სასტუმროს ნომერში. მისი დაკავება მექსიკური პოლიციის დიდ გამარჯვებად ითვლებოდა.
ნარკობარონი 2001 წლიდან ძებნაში იყო მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ციხიდან გაიქცა. მაშინ მან ციხის თანამშრომლების მოსყიდვა შეძლო და ჭუჭყიანი თეთრეულის ყუთში დაიმალა.
ჟურნალი Forbes-ის ცნობით გუსმან-ცეროდენას ქონება მილიარდ დოლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი მიღებულია
შემდეგი სტატიასაბერძნეთთან დაკავშირებით ევროკავშირის ექსტრემალური სამიტი გადაიდო