მექსიკა ეგვიპტისგან ტურისტების დახოცვის ფაქტის საგულდაგულო გამოძიებას მოითხოვს

მექსიკა ეგვიპტისგან ტურისტების დახოცვის ფაქტის საგულდაგულო გამოძიებას მოითხოვს

ეგვიპტის უშიშროების ძალებმა შემთხვევით მექსიკელი ტურისტები დახოცესმექსიკის პრეზიდენტმა ეგვიპტის მთავრობას საკუთარი მოქალაქეების ეგვიპტეში დახოცვის ფაქტის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა.
გუშინ ეგვიპტის უშიშროების ძალებმა შეცდომით 12 ტურისტი დახოცეს. დაღუპულთა შორის ერთი ეგვიპტის მოქალაქეა. ინციდენტის შედეგად 10-მდე ტურისტი დაჭრილია.

“ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაიღუპნენ იციდენტისას” – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტრომ. მისი ბრძანებით, ეგვიპტეში ქვეყნის საელჩოს თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა, რომ მათ დაშავებულ მექსიკელებს და მათ ოჯახებს სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.

ეგვიპტის შს სამინისტროს განცხადებით, ტურისტები აკრძალულ ზონაში იყვნენ შესულები, სადაც სამხედრო ოპერაცია ტარდებოდა, შედეგად ქვეყნის ძალოვანებმა ისინი ისლამისტურ დაჯგუფებად მიიჩნიეს და მათ ცეცხლი გაუსხნეს.

ერთ-ერთი თვითმხილვევილის თქმით, რომელიც ბიბისის გაესაუბრა, ტურისტებს ადგილობრივი მთავრობისგან ნებართვა ჰქონდათ აღნიშნული რაიონი დაეთვალიერებინათ.
ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოში, რომელიც ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია, ისლამისტები ხშირად დადიან. მათ მიერ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, ისინი ეგვიპტის ზუსტად ამ ნაწილში აპირებენ გააქტიურებას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: ჩვენ გვყავს უნიათო, არაკომპეტენტური მთავრობა და პრემიერმინისტრი
შემდეგი სტატიაშენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი წესდება