მექსიკაში რადიოაქტიური ნივთიერების მოპარვის გამო განგაშია გამოცხადებული

ტაბასკოს შტატში გაიტაცეს კონტეინერი, სადაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ინახებოდა. ამის შემდეგ მექსიკის მთავრობამ ტაბასკოს, კამპეჩეს, ჩიაპას, ოაჰაკას და ბარაკრუსის შტატებში განგაში გამოაცხადა.
გატაცებული ირიდი-192 ადამიანის სიცოცხლისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს. მის სიახლოვეს ყოფნაც კი შესაძლებელია სასაიკვდილო აღმოჩნდეს ან სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს კონტეინერის შემჩნევის შემთხვევაში მაშინათვე საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი უწყებები.

banner
წინა სტატიაშითაიმსი – „100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი“
შემდეგი სტატიაპოლიტპატიმართა სიიდან პირადად თინა ხიდაშელმა ამომიღო-ლევან მამალაძე