მეფემ თანაშემწე მას შემდეგ გააგდო, რაც ამ უკანასკნელმა ჟურნალისტს სილა გააწნა

საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბულ-აზიზმა სამეფო პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი მოჰამედ ტობაიში მას შემდეგ დაითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა ფოტო-ჟურნალისტს სილა გააწნა, როდესაც ის მაროკოს მეფის მოჰამედ VI-ს ერ-რიადში ჩამოსვლას იღებდა.
როგორც ღონისძიების მსვლელობისას გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, ტობაიშმა ჟურნალსტს მაშინ დაარტყა, როცა ორი მონარქი ერთმანეთს ესალმებოდა საუდის არაბეთის დედაქალაქის აეროპორტში.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობამ მეფეს მოუწოდა თანაშემწე დაეთხოვა სამსახურიდან. მეფემ ტობაიში დაითხოვა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ პატარაია: ჩააბარეთ ანგარიში საზოგადოებას თქვე პარაზიტებო
შემდეგი სტატია„აიღებთ თუ არა ხელში იარაღს საკუთარი ქვეყნის დასაცავად?“