მეტროს თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურეობის დანამატი აღდგება

metro

თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან წელთა ნამსახურეობის დანამატი აღდგება.

დანამატის აღდგენა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეტროს თანამშრომლებისთვის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი თავდაუზოგავი შრომის დაფასების მიზნით მოხდება.

აღნიშნული დანამატის გადახდა 2006 წელს შპს “თბილისის მეტროს” გადაწყვეტილებით შეწყდა, სანაცვლოდ, ეს თანხა დაემატა თანამშრომლების ყოველთვიურ ხელფასებს.

მომავალი წლიდან მეტროს თანამშრომლების არსებულ ხელფასებზე ისევ გაკეთდება დანამატი წელთა ნამსახურეობის მიხედვით, რისთვისაც ქალაქის მერია 2016 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიონ ლარს გამოყოფს.

banner
წინა სტატიაში“ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას,” – თამაზ მეჭიაური ეროვნულ ბანკზე საუბრობს
შემდეგი სტატიამერაბ სეფაშვილი იუბილარია–ცნობილი მომღერალი 54 წლისაა