მეტროსადგურ “ტექნკურ უნივერსიტეტში” ბავშვს ესკალატორში ფეხი ჩაჰყვა

მეტროსადგურ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” მცირეწლოვან ბავშვს ესკალატორში ფეხი ჩაჰყვა. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 13:40 საათზე მოხდა. 5-6 წლის ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ფეხი ჩამსვლელ ესკალატორში ჩაჰყვა. სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბავშვმა ძლიერი დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარის გამო 15 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო ესკალატორის მუშაობა.
სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა 13 მაისაც მოხდა, რა დროსაც ბავშვი მსუბუქად დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისოც–უზრუნველყოფის სამსახურიდან თეატრის დირექტორამდე
შემდეგი სტატია„ვისურვებ, რომ არცერთ ხელისუფლებას არ მოუწიოს ძალის გამოყენება“