მეტეოროლოგები მომდევნო 2 წლის მანძილზე დიდ სიცხეებს ვარაუდობენ

მეტეოროლოგები მომდევნო 2 წლის მანძილზე დიდ სიცხეებს ვარაუდობენ

მეტეოროლოგები მომდევნო 2 წლის მანძილზე დიდ სიცხეებს ვარაუდობენბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მომდევნო ორი წელი პლანეტაზე ყველაზე ცხელი იქნება.
მეტეოროლოგების აზრით, ატმოსფეროში ნარჩენების გაზრდამ, რომელიც პარნიკის ეფექტს იწვევს, კლიმატური სისტემა სერიოზულად შეცვალა.

მიმდინარე წელს საშუალო ტემპერატურა ჩვეულებრვზე 0,68 გრადუს ცელსიუსით მაღალი იყო.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ წყნარ ოკეანეში, ელ-ნინიოს ანომალია, პლანეტაზე ტემპერატურის ცვლილებაზე დიდ როლს ითამაშებს.
“თუკი მომავალი წლების განმავლობაში ტემპერატურა ისევ მაღალი იქნება, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პლანეტაზე კლიმატი ცვლილებებს აგრძელებს. ”

პროფესორი როუენ სატონი, რედინგის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ 2014, 2015 და 2016 წლები ყველაზე ცხელი წლები იქნება დედამიწაზე.

მისი თქმით, ახლა პლანეტაზე რამდენიმე კარდინალური ცვლილება მიდის, რაც აუცილებლად იმოქმედებს კლიმატის მდგომარეობაზე. პირველი ელ-ნინიოა – როცა წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედა ფენების ტემპერატურის ცვალებადობამ გვალვები გამოიწვია იქ, სადაც წყალდიდობებია, და პირიქით- წყალდიდობები გამოიწვია იქ, სადაც, როგორც წესი, გვალვებია. შედეგად, სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ფილიპინებზე გვალვები დაიწყო. სამხრეთ ამერიკაში კი – წყალდიდობები.

გარდა ამისა, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურამ მოიმატა, რაც ათწლეულში ერთხელ ხდება.

პროფესორ სატონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია და ცნობილია, თუ როგორ მოქმედებს ნარჩენები ტემპერატურის მატებაზე, გაურკვეველია, როგორ, რა ფორმით შეიცვლება კლიმატი.

მეტეოროლოგები ფიქრობენ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ევროპაში ზაფხული უფრო ცივი იქნება, თუკი წყნარი ოკეანის პროცესები ატლანტის ოკეანეზე ზეგავლენას არ მოახდენს

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვა სირიაში გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო ბაზის ფოტოებს აქვეყნებს…
შემდეგი სტატიაკატა-მდივანი youtube-ის ვარსკვლავი გახდა+ვიდეო