მესტიის რაიონის სოფელ ნაკრას მოსახლეობა ნენსკრა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

17fbcfddf31cმესტიის რაიონის სოფელ ნაკრას მოსახლეობა ნენსკრა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების ნაწილმა დღეს სოფელში გამაფრთხილებელი აქცია გამართა, რომელზეც აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ და მშენებლობის დაწყების შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გამართავენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ნაკრაში მდინარე ნაკრა ჩამოდის, რომელსაც პროექტის ფარგლებში კალაპოტის შეცვლას უპირებენ, რა შემთხვევაშიც მდინარე სოფელს მეწყერისგან ვეღარ დაიცავს და სოფელი განადგურდება. აქციის მონაწილეები ეკოლოგიურ საფრთხეებზეც საუბრობენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას პროექტის განხორციელება.

banner
წინა სტატიაში„აჭარის ტელევიზია“ ქობულეთში მომხდარი ძლიერი ხანძრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი „ღირსეული პარტნიორი“ გახსნის ცერემონიალის გენერალურ რეპეტიციას დაესწრო + foto