მესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახური მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადავიდა

მესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახური მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადავიდა.ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახური მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადავიდა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუნიციპალიტში მთელი დღე-ღამის განმავლობაში პატრულირებენ. დღის განმავლობაში სამჯერ ხდება ურნების დაცლა და დაბის მოწესრიგება.
მესტიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, დასუფთავდა დაბინძურებული და თვითნებურ ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიები, გაიწმინდა და მოწესრიგდა ღელეები. გარდა ამისა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და საჯარო მოხელეები აქტიურად აწყობენ დასუფთავების აქციებს.
მესტიის ყოველდღიურ სისუფათვეზე 48 ადგილობრივი ზრუნავს, დაბაში, ასევე ტურისტულ ბილიკებთან და გზებზე განთავსდა ახალი ნაგვის მცირე და დიდი ზომის ურნები.
მესტიის გამგეობა ზრუნავს, რომ მუნიციპალიტეტში დაინერგოს ახალი ნაგვის შემკრები და გადამამუშავებელი ტექნიკა. ამისთვის შემუშავებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე სატრანსფერო სადგურის აშენებას და მის აღჭურვას შესაბამისი ტექნიკით. პროგრამის განსახორციელებლად მესტიის გამგეობა საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
მესტიის გამგეობა მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას არ დაანაგვიანონ გარემო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩაერთონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარებმა მატროსოვის ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია მოინახულეს
შემდეგი სტატიააფიორა საქრთველოში