მესიმ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელობაზე უარი თქვა

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეონელ მესიმ, 2015 წლის ამერიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე უარი თქვა… რამაც ჩემპიონატის ორგანიზატორთა დაბნეულობა და გულისწრომა გამოიწვია.
,,დაუჯერებელია… მესიმ უარი თქვა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე. რატომ? იმიტომ, რომ არ უნდოდა თავი დაემცირებინა ისევე, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე,, დაწერა ლეონელ მესიმ ,,ტვიტერის,, საკუთარ გვერდზე.
ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ არგენტინის ნაკრები ისევე როგორც გასულ წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში, ამერიკის თასის ფინალში დამარცხდა. არგენტინელებმა ჩილესთან გამართულ ფინალურ მატჩში ფრე 0:0 ითამაშეს და პენალტების სერიით 1:4 დათმეს ტიტული. მსოფლიო ჩემპიონატზე მესისთვის მიცემული საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, მაშინ ბევრი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

banner
წინა სტატიაშიალა პუგაჩოვამ საზოგადოება ისევ შოკში ჩააგდო+ფოტო
შემდეგი სტატიაეგზიტ-პოლი: რეფერენდუმზე საბერძნეთმა კრედიტორებს უთხრა „არა“