მერკელს მიაჩნია, რომ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება საფრთხეა რეგიონისთვის

ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობა ჩამოერთმევათ გერმანიაში

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა კრისტიანა ვირცმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა და კანცლერი მერკელი, უკიდურესად ნეგატიურად ეკიდება რუსეთის მიერ  სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკასთან დადებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელშიც რეგიონში მშვიდობიანი თანაარსებობის საფრთხეს ხედავს.

,,ხელშეკრულების დეტალები მხოლოდ აძლიერებენ ქართული მხარის შიშს, რუსეთის მხრიდან ,,მცოცავი ანექსიის,, შესახებ, რითაც რუსეთი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ართულებს სამშვიდობო პროცესს,, აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

გერმანია მზადაა ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ,შვიდობიან ინტეგრაციას ერთიან ქართულ სახელმწიფოში, განაცხადა ვირცმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებს ახალი დე-ფაქტო პრემიერმინისტრი ჰყავთ
შემდეგი სტატიაყაჩაღებმა ჩხორიაში ბიზნესმენი თემურ თორდია დააუთოვეს