მერკელმა კონფლიქტის ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურაგერმანიის კანცლერმა ანხელა მერკელმა რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია სამხედრო ძალა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.
მერკელმა კონფლიქტის ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა.

გერმანია აშშ-ს მეთაურობით არსებულ კოალიციაში არ შედის, მაგრამ ერაყში ქურთ ამბოხებულებს იარაღს აწვდის.

კანცლერის განცხადებით, სირიათან დაკავშირებულ ყველა დიალოგში ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები ჟენევაში გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იქ მიმდინარე საშინელებებს ვერ ვხედავთ, ვერ ვხედავთ იმას, რა გააკეთა ასადმა და რითი აგრძელებს ისევ, როცა საკუთარ ხალხს ბომბს ესვრის” – განაცხადა მერკელმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე უკრაინასთან დაკავშირებით, მერკელმა თქვა, რომ საერთოდ ვერ ხედავს ვერანაირ მსგავსებას ამ ორ კონფლიქტს შორის. “ერთადერთი, რაც ამ ორ კონფლიქტს აკავშირებს, ვლადიმირ პუტინია” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშიმე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი:ეს არჩევნები პროცედურულად არ იყო სამაგალითო და ვერ ვიტყვით რომ ეს იყო ის არჩევნები