მერკელმა თანამედროვე მსოფლიოს ძირითადი საფრთხეები დაასახელა

მერკელი

7-8 ივნისს დაგეგმილი G7-ს შეხვედრის წინ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იაპონურ გაზეთ ,,Yomiuri,, სთან საუბარში, თანამედროვე მსოფლიოს ძირითად საფრთხეებზე ისაუბრა, რომელთა შორის პირველ ადგილზე რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცება დაასახელა.

,,ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ ,,ცივი ომის,, დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, მსოფლიო წესრიგს ევროპაში, ყირიმის შემოერთებით დაარღვევდა რუსეთი. ძნელი საფიქრებელი იყო რომ ,,ებოლას,, ეპიდემია რიგი აფრიკული ქვეყნების განვითარებას შეაფერხებდა… ასევე ძნელი წარმოსადგენი იყო ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტული დაჯგუფებები ესოდენ სახიფათო გახდებოდნენ,, განაცხადა მერკელმა იაპონურ გამოცემასტან საუბრისას, რითაც G7-ზე განსახილველი თემების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ მერკელის მიერ რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ინიციატივით, რომლის მიხედვითაც რუსეთის ლიდერს ყირიმში განხორციელებული ქმედების გამო არ მიწვევდნენ მსგავს სამიტზე, რეალობად იქცა, ამიტომაც წლების განმავლობაში შენარჩუნებული G8 ფორმატი შეიცვალა და ისევ ძველ G7 ფორმატს დაუბრუნდა, რომლის წევრებიც მსოფლიოს უდიდესი 7 ქვეყნის აშშ-ს, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის, ჩინეთის და იაპონიის პირველი პირები არიან.

banner
წინა სტატიაში65 წლის ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაფასების ზრდასთან დაკავშირებით საქსტატი კვლევას აქვეყნებს