მერკელი საბერძნეთის ევროზონადან გასვლის შესახებ დებატების შეწყვეტას ითხოვს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ თვლის საჭიროდ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის შესაძლებლობებზე მსჯელობები გაგრძელდეს.

“ასეთი ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ ჩვენ სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ” – განაცხადა მერკელმა გერმანულ საზოგადოებრივ არხ ARD-ზე საუბრისას. ევროსაბჭოს ქვეყნებმა საბერძნეთთან გადაწყვიტეს ფინანსური დახმარების მესამე პაკეტი განიხილონ, შეახსენა მერკელმა მაყურებელს და აღნიშნა, რომ “ახლა გადაწყვეტილების რეალიზება მიმდინარეობს”. ადრე გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბემ არა ერთხელ განაცხადა, რომ საბერძნეთის ევროზონადან გასვლა შეუქცევადი პროცესია. მერკელმა ინტერვიუში შოიბესგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ მათ ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვთ. შეკითხვაზე, შეასძლებელია თუ არა ეს გახდეს მიზეზი ფინანსთა მინისტრისთვის თანამდებობა დატოვოს, მერკელმა უპასუხა, რომ მისთვის არავის უთხოვია სამსახურის დატოვებაზე და რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ისევე როგორც მერკელი, განაგრძობენ მოლაპაარკებებში მონაწილეობას. მერკელმა არ გამორიცხა ის, რომ ათენი ვალების გამო რაიმე სახის შეღავათს მიიღებს, მაგალითად კრედიტების გადახდის ვადის გაგრძელება, ან პროცენტების შემცირება. ამის შესახებ მსჯელობები დაიწყება მაშინ, როცა “პირველი პროგრამის წარმატებული შედეგებს ვნახავთ ანალიზისას” – განაცხადა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე სოფელ წითელუბნისა და ხურვალეთის გაზიფიცირების დასრულების სამუშაოებს დაესწრო
შემდეგი სტატია“აზრის გამოხატვის უფლებასაც აქვს გარკვეულ საზღვრები”