მერკელი მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთში ჩავიდა

მერკელი მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთში ჩავიდა

მერკელი მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთში ჩავიდაგერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი თურქეთში იმყოფება, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან განიხილოს. მიგრანტების დიდი ნაწილი ევროპაში თურქეთიდან შემოდის.
ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას პირდება, ამასთანავე – თურქეთის მოქალაეებისთვის ევროპაში სამოგზაუროდ გარკვეულ შეღავათებს.
ბიბისის ცნობით, მერკელი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგანაც რამდენიმე ხნის წინ ის თურქეთისთვის შეღავათების დაწესების და ევროკავშირში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
თურქეთს, თავის მხრივ სიტუაციის გამოყენება უნდა და ცდილობს კრიზისიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს – წერს ბიბისი.
თურქეთში დაახლოებით 2 მილიონი ლტოლვილია.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პორეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა ევროკავშირს დასცინა იმის გამო, რომ წევრმა ქვეყნებმა იმის მეოთხედი მიგრანტის მიღება ვერ შეძლეს, რამდენიც მას, ერთ ქვეყანას ყავს.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთში ნემცოვის მკვლელობის გამო დაკითხვები დაიწყება
შემდეგი სტატიამერკელმა თურქეთს ევროკავშირში მიღების პროცედურების დაჩქარების პირობა მისცა