მერკელი და ოლანდი ხვალ საბერძნეთის ბედს გადაწყვეტენ

დასავლური წყაროების ინფორმაციით, ხვალ 6 ივლისს, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საბერძნეთის საკითხის განსახილველად ერთმანეთს შეხვდებიან.

გავრცელებულ ინფორმაციიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები ხვალ საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებს განიხილავენ და ამ ქვეყნის მიმართ მომავალი მოქმედებების გეგმებს განიხილავენ.

საბერძნეთში რეფერენდუმთან დაკავშირებით, ამ მომენტისათვის დათვლილია ხმების 10%-მდე სადაც კრედიტორთა მოთხოვნის მოწინააღმდეგეები ლიდერობენ 60-40 % შეფარდებით.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ეგზით-პოლები არ ჩაუტარებიათ, მაგრამ ბერძნულმა ტელევიზიებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 4-8 % ,,არას,, მომხრეები ლიდერობენ.

banner
წინა სტატიაშიანაკლიაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა
შემდეგი სტატია,,საბერძნეთმა ტყვედ ჩავარდნას თავის მოკვლა არჩია,,