მერკელი და ოლანდი პარიზში უკრაინის კრიზისს განიხილავენ

5412165დღეს 20 თებერვალს, პარიზში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩავა, რათა თავის კოლეგა საფრენგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართოს მოლაპარაკება.

შეხვედრაზე განხილული იქნება მინსკის შეთანხმების შემდგომ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ევროკავშირის მომავალი სამოქმედო გეგმა ამ რეგიონში.

როგორც ცნობილია, 19 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის სამშვიდობო მისიის შეყვანა მოითხოვა კონფლიქტის ზონაში. პოროშენკოს მიერვე მედიაში გაკეთებული განცხადებით, მან კატეგორიულად გამორიცხა სამშვიდობო მისიაში რუსეთის,  როგორც აგრესორი ქვეყნის მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიობამა სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას გაზრდის – აშშ-ს 2016 წლის ბიუჯეტი
შემდეგი სტატიასოხუმში რუსულენოვან სარეკლამო ბანერებს აფხაზურ ენაზე თარგმნიან