მერკელის და ოლანდის პუტინთან შეხვედრის შედეგი უცნობია

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან 5-საათიანი შეხვედრის შემდეგ კრემლი უკომენტაროდ დატოვეს.

შეხვედრის შემდეგ მათ ერთად ივახშმეს, მაგრამ მედიისთვის განცხადებები არ გაკეთებულა. თუმცა, დასავლურ მედიაში გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ლიდერები შეთანხმდნენ “შესაძლო ერთობლივი დოკუმენტის” მომზადებაზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს”.

“ამჟამად ერთობლივი მუშაობა უნდა დაიწყოს დოკუმენტის მოსამზადებლად, რომელიც მინსკის შეთანხმების განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს უკრაინის პრეზიდენტის წინადადებას და იმ წინადადებებსაც, რომელიც პრეზიდენტ პუტინმა მოამზადა,” – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის კომენტარს “ბი-ბი-სი” ავრცელებს.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ “შესაძლო დოკუმენტზე” კვირას ტელეფონით იმსჯელებენ. რომელშიც მონაწილეობას უკრაინის პირველი პირიც მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიააშშ-ს მოსკოვში გამართულ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს