მერიის პროგრამების ფარგლებში ფულადი დახმარება 1 494 პირზე გაიცა

თბილისის მერიის ორი ახალი პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველმა უსინათლო და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მაისში, თბილისის მერიისგან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ფულადი დახმარება მიიღეს.

როგორც “თაიმერს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, სულ, ფულადი დახმარება 1 494 პირზე გაიცა.

“სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების” პროგრამის ფარგლებში, 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე უსინათლო პირთა დახმარება 2015 წლის განმავლობაში 900 ლარს შეადგენს. თანხის მეორე და მესამე ნაწილი მათ ანგარიშზე აგვისტოსა და დეკემბერში ჩაირიცხება. პროგრამის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია.

რაც შეეხება 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს, “სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის” თანახმად, მათი დამხარება 800 ლარია და ორჯერ – მაისსა და დეკემბერში ჩაირიცხება. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი ბოევიკები უკრაინის წინააღმდეგ ომში (VIDEO)
შემდეგი სტატიაახმეტისა და საგარეჯოს რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები წარმატებით დაიშალა