მერიის გადაწყვეტილებით, ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება

თილისის მერიაში დილიდან დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

დღეს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხი იხილება, მათ შორის ერთ-ერთი არის “სითი პარკთან” დაკავშირებული. უფრო კონკრეტულად კი მერიის გადაწყვეტილებით, ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება.

„იქ, სადაც არის ძალიან ვიწრო ტროტუარი და სადაც მანქანის პარკირება და ქვეით მოსიარულეთა გადაადგილება ერთდროულად არის შეუძლებელი, ჩვენ ეტაპობრივად ვზღუდავთ ავტომანქანების პარკირებას. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ლარის გაუფასურება არის იმ პოლიტიკის შედეგი რომელსაც 3 წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ატარებენ
შემდეგი სტატია„როცა მასპინძლობაზე განაცხადი გავაკეთეთ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი საქმე გვექნებოდა“