მერიაში პოსტს, სავარაუდოდ, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელიც ტოვებს

მერიაში ვაკანტური კიდევ ერთი პოსტი ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი გაგოშიძე, ტოვებს.

ინფორმაციას ოფიციალურად მერია არ ადასტურებს. ოპოზიცია კი ამ საკადრო ცვლილებას ჯერ კიდევ ვიცემერის სხვა უწყებაში გადაყვანის შემდეგ ელოდა. კანონმდებლობის თანახმად, მერი იმ შემთხვევაშია ვალდებული საკრებულოში მივიდეს, თუ ამას 13 დეპუტატი მოითხოვს.

ალეკო ელისაშვილი რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად ხმებს აგროვებს. მოთხოვნაზე 10 ხელმოწერა უკვე არის. დამოუკიდებელ დეპუტატთან ერთად ნარმანიას საკრებულოში მისვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „გაერთიანებული დემოკრატები“ მოითხოვენ.

მერიის 8-თვიანი საქმიანობა, კორუფციის ბრალდებით განხორციელებული დაკავებები და საკადრო ცვლილებები, – დეპუტატებს მერისგან განმარტებების მოსმენა ამ თემებზე სურთ.

მმართველი გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას ნარმანიას მოწვევა სანახაობისთვის სჭირდება.

ოპოზიცია კი ირაკლი ალასანიას თანაგუნდელების პასუხს ელოდება. „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია ორშაბათს გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი დღეს შიდა დაპირისპირებების თემაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: არანაირი დაპირისპირება არ არის