მერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა ლანჩხუთის გურიამ წარადგინოს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მერაბ ჟორდანიაც იბრძოლებს

ვინ იბრძოლებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დღეს კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამაც მიიღოს.

მერაბ ჟორდანია საკუთარი კანდიდატის წარდგენას ლანჩხუთის გურიიდან აპირებს. ის იმყოფებოდა გურიაში და აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ამ ფაქტზე ღიად საუბრობს ლანჩხუთის გურიის ყოფილი ფეხბურთელი, დეპუტატი თემურ ჩხაიძე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე კი ამბობს, რომ გურიაში ჩასულ მერაბ ჟორდანიასთან მას ჰქონდა შეხვედრა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე საუბარი არ ყოფილა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მერაბ ჟორდანიას კანდიდატურის წარდგენას მიესალმება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ჯერჯერობით არ დარეგისტრირებულან.

banner
წინა სტატიაშიათენი გერმანული Fraport-სთვის 14 აეროპორტის გადაცემას დათანხმდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება