მეორე სვირში მცხოვრებლები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთან ბუნებრივი აირი უნდა შეეყვანათ, თუმცა მათი ინფორმაციით, გაზიფიცირება მათი სოფლის ნაცვლად პირველ სვირში ხდება.

ადგილობრივების თქმით, პროექტებისა და დაპირების მიხედვით, გაზიფიცირება თავდაპირველად მათთან უნდა მომხდარიყო, რის გამოც ისინი ხვალ ზესტაფონის გამგეობასთან აქციის ჩატარებას, შემდეგ კი რკინიზგის გადაკეტვას გეგმავენ.

„ხვალ დილით 09:00 საათზე სოფელში ასობით ადამიანი შევიკრიბებით. თავდაპირველად ადგილობრივები გამგეობის შენობასთან მივალთ, შემდეგ კი რკინიგზის სადგურს გადავკეტავთ. წლებია გაზიფიცირებაზე ვოცნებობთ ძლივს პროექტში ჩაგვსვეს, ახლა კი ისევ ამოღება უნდათ“, – აცხადებს ადგილობრივი მერაბ დოლიძე.

ზესტაფონის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების დონეზე მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მეორე სვირში გაზიფიცირება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაში„არ არის გამორიცხული ევროკავშირს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდეს,” – თორნიკე შარაშენიძე საბერძნეთზე
შემდეგი სტატიავიცე-მერი შენობის ჩამონგრევაში დამნაშავის, კანონის სრული სიმკაცრით დასჯის პირობას დებს