“მემგონი ღია კარებს ვამტვრევთ, პრემიების სისტემა მოწესრიგებულია” – ნოდარ ხადური

მთვარობა პრემიების სისტემის გადახედვას აღარ აპირებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, სისტემა საკმაოდ მოწესრიგებულია და ცვლილებები არ იგეგმება.

“მემგონი ღია კარებს ვამტვრევთ, მინისტრების დონეზე პრემიების სისტემა მოწესრიგებულია, საჯარო სამსახურში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ შრომის ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ. მზად ვართ, ყველასთან კომუნიკაციაში შევიდეთ, მოწესრიგება არ ნიშნავს, რომ ადამიანებს პრემია არ უნდა მივცეთ, ვინც დაიმსახურა, ის პრემიას აუცილებლად მიიღებს,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაღალჩინოსნებისთვის პრემიების შეზღუდვას ითხოვს. ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილავენ პირველი მოსმენით.

banner
წინა სტატიაშიგანათლების საერთაშორისო ცენტრი მედიატრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსს აცხადებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა