მელია ნარმანიას სახელფასო დანამატების დაუსაბუთებელ გასამმაგებაში ადანაშაულებს

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერს სახელფასო დანამატების დაუსაბუთებელ გასამმაგებაში ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ, დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ნიკა მელიას განცხადებით, დავით ნარმანიამ დანამატები უახლოესი გარემოცვის 15 ადამიანს გაუზარდა.

მერობის ყოფილმა კანდიდატმა ბრიფინგზე წარმოადგინა დავით ნარმანიას ბრძანება, რომელიც გასული წლის 31 დეკემბრით თარიღდება და რომლითაც 15 ადამიანს მიმდინარე წლის განმავლობაში გასამმაგებული დანამატი ყოველთვიურად დაერიცხება.

ნიკა მელია მერიას განმარტებებს სთხოვს.

“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს თბილისის მერმა უპასუხა. დავით ნარმანიას განცხადებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშისითი პარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატების პროგრამები მოისმინა