მეზობლების მტკიცებით, ოზურგეთში, პოლიციამ ერთ-ერთ მოქალაქეს ტყვიები ჩაუდო.
ოზურგეთში, ზვანში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე არსებულ 5 სართულიან ბინაში მცხოვრებთა განცხადებით, ოზურგეთის პოლიციელებმა, ამავე კორპუსში მცხოვრებ გაბო მახინიას, ჩხრეკისას ტყვიები ჩაუდეს.
სამართალდამცველებმა ადგილზე მისული ჟურნალისტები მახინიების საცხოვრებელ ბინაში არ შეუშვა. პოლიცია ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფება და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.