მეზობელ აზერბაიჯანთან ეკონომიკური ურთიერთობები გაუფუჭდა–ელისო კილაძე

kiladzeჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან ეკონომიკური ურთიერთობები გაუფუჭდა.მისივე განცხადებით საქართველოდან აზერბაიჯანში უკვე შეწყდა ხორცის ექსპორტი.

ჟუნრალისტი თოქშოუ არჩევანში საუბრისას იმ მიზეზსაც ასახელებს, რის გამოც ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაფუჭდა.

„ქვეყანა აზერბაიჯანთან პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, აპრილის თვეში აზერბაიჯანში ქართული ხორცის შეტანა საერთოდ აიკრძალა და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე მსხვილ აზერბაიჯანელ ინვესტორზე სურხაი ჰუსეინოვზე განხორციელდა უპრეცედენტო ტიპის ზეწოლა. ჩემი ინფორმაციით, ამ ზეწოლაში მონაწილებდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ზვიად ჯანყარაშვილი, პრემიერის მაშინდელი ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი. მას ჯერ დაუნიშნეს შუამავალი კომპანია შპს „ტორი“, ხოლო შემდეგ საერთოდ აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო, ასე ექცევა „ოცნების“ ხელისუფლება ფერმერებს.ამ ყველაფრის უკან ზვიად ჯანყარაშვილის და რომან ჩხენკელის ბიზნესინტერესები იდგა, მათ კონკრეტულ აზერბაიჯანელ ინვესტორს პრობლემები ოთარ დანელიას მეშვეობით შეუქმნეს.პრემიერი ვალდებულია გააკონტროლოს მინისტრები, მას მოუწევს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე პასუხი აგოს. თუ იცოდა, ეს დანაშაულია და, თუ არ იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ, ესეც დანაშაულია და ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს,” – აცხადებს კილაძე.

 რეალურად ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა და პრემიერმინისტრს მოუწევს, აგოს ამ შემთხვევაზე პასუხი. თუ იცოდა, ეს დანაშაულია და, თუ არ იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ, ესეც დანაშაულია და ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს,” – აცხადებს ელისო კილაძე.

ჟუნრალისტი ფიქრობს, რომ მთავრობას უახლოეს პერიოდში აღნიშნულის გამო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, დატოვებს.

 

 

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით არ აქტიურობს–ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაგურამ ჩალაგაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს