მევენახეებმა კახეთში ბაკურციხე-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

მევენახეების აქცია კახეთში გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა გურჯაანის გამგეობის ტერიტორია დატოვეს.

6 კილომეტრი აქციის მონაწილეებმა ფეხით გაიარეს და ამ წუთებში მათ გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ხელისუფლებას ყურძნის ფასის ზრდისკენ მოუწოდებენ.

აქციაზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრის განცხადებას უპასუხა.

3723_b

banner
წინა სტატიაშინავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეებმა საწვავი გააიაფეს
შემდეგი სტატიაშალვა ოგბაიძე თბილისის მერიას სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს