„მედიის თავისუფლება ყოველეჭვგარეშე ფუნდამენტური პრინციპია“

ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო საქართველოში რეფორმებს როგორც სამხედრო მიმართულებით, ასევე, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის თვალსაზრისითაც აკვირდება.

ამის შესახებ აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში, მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების საკითხი ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება ყოველეჭვგარეშე ფუნდამენტური პრინციპია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან ერთად.

„ნატო-ს მხრიდან ყურადღებით ხდება დაკვირვება სამხედრო მიმართულების რეფორმებზე, ასევე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის თვალსაზრისით და ეს გაცილებით მნიშვნელოვნად ჟღერს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-ს წევრობისკენ იღწვიან. მედიის თავისუფლება ყოველეჭვგარეშე ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ იმასთან ერთად, რასაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ჰქვია. ასევე, უმნიშვნელოვანესია თავისებურად მომწიფებული დემოკრატიული გარემო, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად და ყველა შტო თანამშრომლობს ამ მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, ეს პრინციპი ასევე ძალზედ მნიშვნელოვნად ჟღერს საქართველოშიც“, – განაცხადა აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

banner
წინა სტატიაში“რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი”
შემდეგი სტატია„საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რომ მოსამართლემ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილოს“