მედია: გერმანია მეზობლებს აშშ-ს თხოვნით უთვალთვალებდა

გერმანია2გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური წლების მანძილზე ევროპელ ქვეყნებზე თვალთვალს ახორციელებდა ამერიკის უშიშროების ნაციონალური სააგენტოს თხოვნით – ცნობას ამის შესახებ გერმანული გაზეთი Sueddeutsche Zeitung და რადიოსადგური NDR ავრცელებენ.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, უთვალთვალებდნენ, სავარაუდოდ, საფრანგეთის პრეზიდენტს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროკომისიას.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის მონიტორინგის განყოფილება ბავარიაში ასევე თვალყურს ადევნებდა ევროპულ კომპანიებს, რათა დაედგინათ ხომ არ არღვევდნენ ისინი სანქციებს, მაგალითად, ირანის წინააღმდეგ.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა სადაზვერვო სამსახურს მოუწოდა უმოკლეს ვადებში ბუნდესლიგას ანგარიში ჩააბაროს.
ამ განცხადების შემდეგ თვითონ ტომას დე მეზერის წინააღმდეგ აგორდა სკანდალი.
14 აპრილს გერმანიის შსს-მ, რომელსაც ხელმძღვანელობს მეზერი, აღნიშნულ საკითხზე მემარცხენე პარტიის შეკითხვაზე უპასუხა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავი თვალთვალი ხორციელდებოდა, ან რომ აშშ-ს დაზვერვო სამსახურები დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხით.
თუმცა, უკვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობა საქმის კურსში იყო, რომ ამერიკული სადაზვერვო დეპარტამენტი მათთან და სხვა ევროპულ კომპანიებთან მჭიდროდ ცდილობდა ემუშავა ინფორმაციის მისაღებად.
მემარცხებეები ფაქტების გამიზნულად დამახინჯებაში სდებს ბრალს მთავრობას.
მეზერი მერკელის მთავრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს,ზოგისთვის ის მერკელის პოლიტიკის გამგრძელებლადაც მიიჩნევა.
მინისტრი იმედს იტოვებს, რომ ყველა დოკუმენტი გამოქვეყნდება და დამტკიცდება, რომ მას პარლამენტი არ მოუტყუებია როცა თქვა, რომ ინფორმაციის შესახ. ბ საქმის კურსში არ არის.
მისი თქმით, მას სახალხოდ არ შეუძლია თავის დაცვა, რადგანაც ინფორმაცია საიდუმლო მასალებს შეიცავს და ამის შესახებ მხოლოდდამხოლოდ დახურულ კარს მიღმა უნდა მოხდეს საუბარი.
ტომას დე მეზელის ბიძაშვილი ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინსირი იყო. ზუსტად მან ჩაუყარა ანჰელა მერკელის პოლიტიკურ კარიერას საფუძველი, როცა მერკელი მასთან პრეს-მდივნად მუშაობდა.
ორი წლის წინ გერმანიის მთავრობამ დიდი აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აშშ გერმანიის კანცლერს საიდუმლოდ უსმენდა.
პიოტრ ალმაიერი, მერკელის კანცელარიის ხელმძღვანელი ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-გერმანული თანამშრომლობის საიდუმლო დეტალების გასარკვევად – ცნობას გერმანული პრესა აქვეყნებს.
ვაშინგტონი, სავარაუდოდ, უარს იტყვის თანამშრომლობის დეტალების გამოქვეყნებაზე.

banner
წინა სტატიაშიპუტინი საკუთარ მშობლებზე ალაპარაკდა…
შემდეგი სტატიასაფრანგეთში სკოლაში გრძელი კაბების აკრძალვის საკითხს განიხილავენ