მედიასაშულებების წარმომადგენლებს ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ

სამართლადამცავები მედიასაშულებების წარმომადგენლებს ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევენ. დღეს დილით სამართლადამცავებმა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს და ამ დროისთვის ჟურნალისტებს ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით აღარ Uუშვებენ. აღნიშნულ საგუშაგოებზე სამართალდამაცვების არა ერთი ჯგუფია მობილიზებული, კონტროლის გაძლიერების მიზეზზე კი, ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.
წუხელ, ქუთაისიდან ჩასულმა თემურ ცანციშვილმა კარავში გაათენა ღამე, სწორედ იმ ტრაფარეტთან, რომელიც მანიშნებელია ხურვალეთისა და ორჭოსანის მიმართულების. თემურ ცანციშვილი აცხადებს, რომ იგი იმ ადამიანების მხარდასაჭერად მივიდა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ცხოვრობენ.
არსებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში ოკუპაციის გასაპროტესტებლად კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ჯგუფი აპირებს ჩასვლას.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებზე განცხადება ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზეც გააკეთდა
შემდეგი სტატიამამუკა ჩარკვიანი ოპერაციის შემდგომ თავს უკეთ გრძნობს