მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე სასჯელის სახით პატიმრობა მიუსაჯა. მეგის ქარდავა დამნაშავედ იქნა ცნობილი 144′-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას და წამებას გულისხმობს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქედან ამნისტიის კანონის თანახმად, მეგის ქარდავას სასჯელის 1/4 მოაკლდა და საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განესაზღვრა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბრს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლების პირობებში გულის შეეტევა დასახელდა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს
შემდეგი სტატიარუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა