,,მდინარის ერთ მხარეს არის ყველა და მეორე მხარეს არის ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტი”

ეყოლება, თუ – არა, საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატები – არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაწყებული პროცესი, რომელიც ძირითადად საარჩევნო სისტემის ამ ცვლილებას გულისხმობს, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაგრძელდება. მემორანდუმს, რომელსაც ხელს პარლამენტის სპიკერიც აწერს, გიორგი მარგველაშვილს გადასცემენ.

ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი შეუერთდება ამ მემორანდუმს.

არასაპარლამენტო პარტიების ნაწილი და არასამთავრობო სექტორი ითხოვს, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

“საარჩევნო სისტემა შესაცვლელია. ორი მთავარი პრინციპია დარღვეული. ამომრჩევლის მანდატის წონაა დარღვეული, ასევე, არ არის დაცული მიღებული ხმებისა და მანდატების შესაბამისობა. მდინარის ერთ მხარეს არის ყველა და მეორე მხარეს არის ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტი”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ერთი-ორი მინისტრის გამოცვლა ბუნებრივი პროცესია,” – ზვიად კვაჭანტირაძე
შემდეგი სტატია„იმპორტი უფრო მეტად უნდა შემცირდეს, რომ ექსპორტთან დისბალანსი შემცირდეს“