“მგონი მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ “ფინტი” ჩაატარა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა-ნიკა რურუა

227745005კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა, ბიძინა ივანიშვილის მიერ, აუქციონზე ნაყიდ ფიროსმანის ტილოს შესახებ საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს.

“მგონი მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ “ფინტი” ჩაატარა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა – თვითონვე “გაყიდა”, და თვითონვე “იყიდა.”

ანუ ერთი ცენტის დაუხარჯავად მოიპოვა სახელი როგორც ფიროსმანის “საქართველოში დამბრუნებელმა”, რაც თავისთავად მაინცადამაინც კარგი არაა და აი რატომ:

იმისთვის, რომ ფიროსმანი მსოფლიომ კარგად გაიცნოს, საჭიროა რომ ძალიან ცნობილ მუზეუმებს ჰქონდეთ მისი ტილოები. ანუ, იმაზე იყო სამუშაო, რომ რომელიმე დიდ მუზეუმს ეყიდა ეს ნახატი და ამით ფიროსმანის ცნობადობა და ფასი აწეულიყო. ეს კი სასწრაფოდ უკან დააბრუნეს, ვითომც ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც ასე სულაც არაა.

მაგრამ, რახან ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილიმა გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს და დასაჯერებელი იქნება მისი ეს “ყიდვა” – თუ მართლა ასეთ Santa Claus-ია, მაშინ გადასცემს მუზეუმს და საკითხიც ამოიწურება.თუ ასე არ ქნა – მაშინ ის საკუთარ ამპლუაშია. ანუ, აფერისტობს.

P.S. როგორც ერთხელ ერთ გადაცემაში აღნიშნა (რომელშიც თქვა რომ “დასვა მთელი მოსკოვი კონტემპორარზე”) ასე გაკეთებული აქვს რამდენჯერმე რომ ფასი აეწია საკუთარ მფლობელობაში მყოფ ნახატებზე თვითონვე გაყიდვა-ყიდვით.” – წერს რურუა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პრემიერის გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში თანამდეობას დატოვებს
შემდეგი სტატიააფხაზეთში კოლხურ ბზას სრული განადგურება ემუქრება