მგზავრის სხეულში, რომელმაც მეზობელს უკბინა, კონტეინერები აღმოაჩინეს

მგზავრის სხეულში, რომელმაც მეზობელს უკბინა, კონტეინერები აღმოაჩინეს

მგზავრის სხეულში, რომელმაც მეზობელს უკბინა, კონტეინერები აღმოაჩინეს24 წლის მგზავრის სხეულში, რომელმაც მეზობელი ლისაბონი-დუბლინის ავია-რეისზე დაკბინა, გაკვეთისას კონტეინერები აღმოაჩინეს. იტყობინებიან, რომ ერთ-ერთი კონტეინერი გახსნეს და მიმდინარეობს მისი ტოქსიკური ექსპერტიზა.
აეროპორტის შენობაში პოლიციამ მაშინათვე დაკითხა 170 მგზავრი. 44 წლის ერთი ქალბატონი კი დააპატიმრა. თვითმფრინავის ბორტზე ამფიტამინი იქნა აღმოჩენილი.
გუშინ ფრენისას 24 წლის ბრაზილიელი ჯონ სანტოს გურგაო შეტევისას მეზობელს ეცა და კბენა დაუწყო. ბორტის თანამშრომლებმა ის გაკოჭეს, ბორტ-მეთაურმა კი ექსტრემალური დაფრენა მოსთხოვა ირლანდიის ქალაქ კორკის აეროპორტს. რამდენიმე ხნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა და გონება დაკარგა, შემდეგ კი გარდაიცვალა.

ნარკობიზნესის წარმომადგენლები ხშირად იყენებენ კურიერებს (ე.წ. მულებს) ნარკოტიკისა და ფულის გადასატანად. მიმდინარე წლის აგვისტოში კოლუმბიის პოლიციამ ბოგოტას აეროპორტში დააკავა ქალი, რომელსაც მუცლით 38,5 ათასი დოლარი გადაჰქონდა. ივნისში ბოგოტას აეროპორტში 22 წლის გონდურასის მცხოვრები დააკავეს, რომელსაც მკერდის იმპლანტანტებით ნახევარი კილო კოკაინი გადაჰქონდა – იტყობინება “გარდიანი

banner
წინა სტატიაშიტაილანდში სპილოები ჯუნგლებში მოტოციკლისტს, რომელიც ხმაურობდა თავს დაეხსნენ
შემდეგი სტატიაცენტრალური სადაზვერვო ბიუროს უფროსის ფოსტა სკოლის მოსწავლემ გატეხა